ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
20-03-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში მოწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებისთვის აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
თამაშის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდთა ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა და ამავდროულად, მათთვის სახალისო გარემოს შექმნა იყო.
შეჯიბრში მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ტოლი არც დამრიგებლებმა და სპორტის მასწავლებლებმა დაუდეს. აქტივობებში ყველა მონდომებითა და ხალისით ჩაერთო, მათ დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს.
„ძალიან სახალისო და ემოციით დატვირთული დღე გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს