ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვიმმართველობა აქტიურად მუშაობს.
ამჯერად, მათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს. მასში ll, lll, lV, V, Vl კლასის მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენილი ნამუშევრები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რამაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
გამოფენაში მონაწილე ყველა მოსწავლეს წამახალისებელი დიპლომი გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: