„პროგრამის ქცევის პროგნოზირება“- არხილოსაკალოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე ჩიტაურმა მეოთხეკლასელებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნულ დავალებებს როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რაც სწავლა-სწავლების პროცესზე დადებითად აისახება.
არხილოსაკალოს საჯარო სკოლის IV კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა განახორციელა პროექტი/კომპლექსური დავალება - „პროგრამის ქცევის პროგნოზირება“.
მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს კომპიუტერული სავარჯიშოები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შუალედური და შემაჯამებელი დავალება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ყველა მოსწავლემ შეძლო სავარჯიშოს შესრულება პროგრამა Phet.colorado-ში და მიმდევრობითი და პარალელური წრედების გამართვა, ასევე შუქნიშნის აწყობა და პროგრამა code.org-ში ალგორითმის გაწერა, ფანქრის დახმარებით მართკუთხედის შექმნა.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს, მასწავლებელს და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ მოსწავლეთა ფოტო და ვიდეონამუშევრები: