რუსთავის N23 სკოლაში, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
20-03-2023

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ხომასურიძეს უმასპინძლეს. ის მოსწავლეებს შეხვდა და ესაუბრა ნიკო კეცხოველის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, პროექტის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე, რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„მადლობა ლიკას საინტერესო პრეზენტაციისთვის, იმედია, რომ სკოლებს შორის თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება, სხვადახვა პროექტების ფარგლებში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203