ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები - ლუკა უჩანეიშვილი და გიორგი ცინცაძე თურქეთის სამეცნიერო ბანაკში გაემგზავრებიან
20-03-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო რომ არის შექმნილი, ამაზე ბავშვების წარმატებაც ნათლად მეტყველებს. 

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებსა თუ პროექტებში მონდომებით ერთვებიან და სასურველ შედეგს აღწევენ. მათ შორის, მე-9 კლასელები - ლუკა უჩანეიშვილი და გიორგი ცინცაძე არიან. ისინი 2023 წლის აგვისტოში თურქეთის სამეცნიერო ბანაკში გაემგზავრებიან. 

ლუკა და გიორგი ნიჭიერი, წარმატებული, გამორჩეული და მოტივირებული მოსწავლეები არიან, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ახალგაზრდებმა სამეცნიერო ბანაკში გამგზავრება დიდი შრომის, სწავლის, მონდომების, რთულად გადასალახი გზის დაძლევის შედეგად დაიმსახურეს.

ღონისძიებას ორგანიზაცია - „საერთაშორისო მეგობრობა სამეცნიერო განათლების გზით“ წარმართავს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ლუკასა და გიორგის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203