უწერის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე - „ფენიქსის ორდენი“ შეიკრიბა
20-03-2023
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობას მართავენ.
სკოლაში ლიტერატურული კაფე - „ფენიქსის ორდენი“ მეორედ შეიკრიბა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წიგნები განიხილეს და თამაში „გემრიელი ვიქტორინა“ ითამაშეს, რაც ერთმანეთის წიგნებიდან ამოკრეფილი ფრაზების გამოცნობას გულისხმობდა.
სკოლაში ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ წარმომადგენლებსა და ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც უმასპინძლეს.
აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, რამაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს