ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე რატი დიასამიძე ჭადრაკში, აჭარის ჩემპიონატის გამარჯვებულია
20-03-2023
ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე რატი დიასამიძემ ჭადრაკის ჩემპიონატში დიდ წარმატებას მიაღწია. 

ის აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, 8-12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამართულ აჭარის ჩემპიონატში მონაწილეობდა. მოსწავლემ ღირსეულად იასპარეზა, შესაძლებლობები გამოავლინა და 10-წლამდე ჭაბუკთა შორის გაიმარჯვა. 

სკოლაში რატი დიასამიძის წარმატებით ამაყობენ, მას გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და გამორჩეული მოსწავლეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203