სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
20-03-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტსა თუ აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, რომელიც 2023 წლის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს, შედეგად კი მაღალქულიანები გამოვლინდნენ, რომლებიც მეორე ტურში ჩაერთვებიან. 

სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ, მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

„ვულოცავთ შემდეგ ტურში გადასულ მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203