ქვედა საქარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა
20-03-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით არაერთი პროექტი თუ ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ქვედა საქარის საჯარო სკოლაში, ხელოვნების მასწავლებელმა - ზოია მუკბანიანმა განახორციელა სასკოლო პროექტი - „ხელნაკეთი ნივთების გამოფენა“.
პროექტი გაზაფხულის შემობრძანებას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა გამოფენაზე წარადგინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებით წარმოჩინდა მათი შემოქმედებითი უნარები და უდიდესი შრომისმოყვარეობა.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს