ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დინოზავრის ჩონჩხის მოდელი დაამზადეს
20-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო პრაქტიკული სამუშაო ჩატარდა.
აქტივობის თემა იყო - „წარსულის შესწავლა ნამარხებით“. მის ფარგლებში. მოსწავლეებმა მილიონობით წლის წინ გადაშენებულ ცხოველებსა და მცენარეებზე ისაუბრეს. შემდეგ კი პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს, დაამზადეს დინოზავრის ჩონჩხის მოდელი.
მოსწავლები აღნიშნულ აქტივობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გაკვეთილს ბუნების მასწავლებელი ისკუჰი ეღუნიანი უძღვებოდა. ბოლოს, ჯგუფების მუშაობაც შეფასდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს