განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მხატვრული კითხვის კონკურსში
20-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები: ბექა ცხადაძე და ბაქარ ცხადაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლთა მხატვრული კითხვის კონკურსის მუნიციპალურ ტურში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს. 

კონკურსი თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებულ საპრიზო ადგილებს, მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორებს, მასწავლებელს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203