თბილისის N37 საჯარო სკოლაში გერმანიიდან ჩამოსულ მოსწავლეებს უმასპინძლეს
20-03-2023

თბილისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

სკოლას გერმანიიდან, ქართული ენის დისტანციური სკოლის ორი მოსწავლე - ელისაბედ და სალომე გუდაძეები ეწვივნენ. მათ თანატოლებმა უმასპინძლეს და ერთი დღე სასკოლო სივრცეში გაატარეს. 

ვიზიტი ყველსთვის ძალიან სასიამოვნო, ნაყოფიერი და საინტერესო იყო. 

„ბედნიერებაა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ.
სკოლას, გერმანიიდან, ქართული ენის დისტანციური სკოლის ორი მოსწავლე ეწვია.მათ ერთი დღე გაატარეს სკოლის სივრცეში. ელისაბედ და სალომე გუდაძეები ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაუახლოვდნენ აქაურ თანატოლებს. შეხვედრა საოცრად თბილად და საინტერესოდ წარიმართა. მადლობა ჩემს კოლეგებსა და სკოლის დირექტორს - ლარისა მელაძეს, გულისხმიერებისა და სტუმართმოყვარეობისათვის“, წერს ქართული ენის მასწავლებელი თამარ ჩხაიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203