„ფინეთის განათლების სისტემა“ და „ევროპელი მხატვრები“ - ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
20-03-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილები და აქტივობები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლემ - ოზლემ ოსმანოვამ და მე-11 კლასის მოსწავლემ - თურანე სულეიმანოვამ თემებზე - „ფინეთის განათლების სისტემა“ და „ევროპელი მხატვრები“ პრეზენტაციები წარადგინეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემებზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და საჭირო ცოდნა მიიღეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს.

ბავშვები დიდი მონდომებითა და ყურადღებით უსმენდნენ თანასკოლელების პრეზენტაციებს. მათთვის აღნიშნული გაკვეთილი ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და პრეზენტაციები მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203