
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დედებისა და მასწავლებლებისთვის ლექსები, სიმღერები, მუსიკალური ნომრები - ცეკვები და სიმღერები მოამზადეს.
მოსწავლეები შთამბეჭდავ, მრავალფეროვან აქტივობებში სიხარულითა და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ასევე თემატური პლაკატები დაამზადეს და სტენდი მოაწყვეს, სადაც მათი, ხელნაკეთი ნამუშევრები (ნაკეთობები), ორიგინალური მისალოცი ბარათები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სასიამოვნო და თბილ გარემოში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და განავითარებს, რაზეც სკოლა ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: