„საკუთარი ხედვა აქვს, შეუცნობელი, ბევრის მთქმელი“- გაიცანით, ჭალადიდის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე - საბა არველაძე
20-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და სწავლას მოწყურებული ბავშვები სწავლობენ, რომელთა ცოდნისა და უნარების განვითარებაზე პედაგოგები აქტიუად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მესამეკლასელი საბა არველაძე, რომელიც შემოქმედებითი ნიჭით არის დაჯილდოებული.

მოსწავლე, არა მხოლოდ მხატვრული შესაძლებლობებით, არამედ აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევა. მისთვის - სწავლა და შემოქმედება - ორივე ძალიან მნიშვნელოვანია.  

აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელი თვითნასწავლი მხატვარია და თითოეულ ნახატს დიდი მონდომებით, დაკვირვებით ქმნის.

„პატარა საბა ძალიან ჭკვიანია, ნიჭიერი, კარგად სწავლობს, ცეკვავს, ლექსებს კითხულობს მხატვრულად, მთელი ემოციით, ახლა ხატვამ გაიტაცა, თვითონ სწავლობს, დაკვირვებით, საკუთარი ხედვა აქვს, შეუცნობელი, ბევრის მთქმელი, თავისი გამორჩეული სტილი...მოსწონს რასაც აკეთებს. წარმატებები საბას“, - ასე ახასიათებენ სკოლაში მოსწავლეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203