„ბავშვებმა მაგალითი მოგვცეს, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“ - შავღელეს საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ყვავილები დარგეს
17-03-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად კი, მათ, ხათუნა მანველიძის ხელმძღვანელობით, ყვავილები დარგეს. აქტივობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ მცენარეებისთვის ადგილი შეარჩიეს და სიამოვნებით დარგეს. მეორეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
„ბავშვებმა მაგალითი მოგვცეს, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე“,- აღნიშნავს პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს