იანეულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მარადმწვანე მცენარეთა ნერგები დარგეს
17-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. 

ამიტომაც, გარემოს დაცვის მიმართულებით, არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, სათბურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლის თემის წარმომადგენლებთან ერთად, მარადმწვანე მცენარეთა ნერგები დარგეს.

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ მცენარეებისთვის ადგილი შეარჩიეს და მოსწავლეებმა ხალისით დარგეს. 

სკოლაში, ნერგების მოწოდებისათვის, ირაკლი ვაჩეიშვილს დიდ მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203