ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლს ღონისძიება მიუძღვნეს
17-03-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

პროფესიონალი მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ. მათ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეც აღნიშნეს.

მოსწავლეებმა წმინდა მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ლექსები წაიკითხეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ცოდნა წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ირინა მეტონიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203