სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის კურსდამთავრებულ მარიამ სუჯაშვილს კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმოდ გადაეცა
17-03-2023
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მარიამ სუჯაშვილი ოქროს მედლითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
მოსწავლეს კუთვნილი ჯილდო სკოლაში საზეიმოდ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ის ნიჭიერი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლე იყო. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„მარიამ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჩვენო საამაყო გოგო! ბედნიერება, სიხარული, საინტერესო და წარმატებული ცხოვრება გვინდა გისურვოთ, ჩვენი ოქროს გოგო ხარ“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს