„ცოდნა დიდი ძალაა, სიმდიდრეა წიგნები“- ხვანჭკარის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
სკოლის ლიტერატურული წრის წევრები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნასაც შეუერთდნენ. მათ ლიტერატურული ღონისძიება - „ცოდნა დიდი ძალაა, სიმდიდრეა წიგნები“, ჩაატარეს. მოსწავლეებმა საყვარელ წიგნებზე პრეზენტაცია წარადგინეს და ლექსები წაიკითხეს.
აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო ჯინჭარაძე და ბიბლიოთეკის გამგე - ირმა ონაშვილი.
იხილეთ ფოტოები: