მთისპირის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს
20-03-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა იმართება, აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსაც. 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საბჭოთა ოკუპაციის დღე ყოფილა. სკოლაში ლექცია-სემინარი - „1921 წლის 25 თებერვალი, საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ“, ჩატარდა. 

მასში IX-XIკლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ, მათ საკუთარი აზრი დააფიქსირეს. ლექციას ისტორიის პედაგოგი ლელა ვაშალომიძე წარმართავდა. 

ღონისძიება წარმატებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203