„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ კურსდამთავრებული ნინი გიორგაძე სრული დაფინანსებით „სტენფორდის“ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
17-03-2023
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ ის ადგილია, სადაც მოსწავლეთა მომავალზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. სკოლაში მათ ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი, რაზეც მოსწავლეთა თუ კურსდამთავრებულთა წარმატება ნათლად მეტყველებს. 

სასიხარულო ამბავია, რომ სკოლის კურსდამთავრებული ნინი გიორგაძე სრული დაფინანსებითა და მაქსიმალური სტიპენდიით „სტენფორდის“ უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის (Civil  and Environmental  Engineering ) სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა.

მის მიერ მოპოვებული დაფინანდების ოდენობა წელიწადში 43,000 დოლარი, ხოლო სტიპენდიის - 51,600 დოლარია.

სკოლაში ნინი გიორგაძის წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და მომავალშიც მხოლოდ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ნინის და ქ-ნ ნესტანს შვილის ამ უდიდეს წარმატებას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203