ეკის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
17-03-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ და მათი ცოდნის ამაღლებას მრავალფეროვანი აქტივობებით, სასწავლო რესურსითა თუ სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. 

ეკის საჯარო სკოლის მე-6 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს დაენახათ კავშირი საგნებს შორის, მოეხდინათ ინტეგრირება და ტრანსფერი. მოსწავლეებმა დააკავშირეს მიკრობების გამრავლება და ხარისხი, მიკრობის ზომა და მასშტაბი, მონაცემთა მოპოვება და ორგანიზება.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და შეფასების ჯგუფის წევრები.

გაკვეთილმა ჩააიარა ძალიან საინტერესოდ,მოსწავლეებმა დაინახეს და მოახდინეს ტრანსფერი საგნებს შორის.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ- ბიოლოგიის მასწავლებელი ლალი კარტოზია და მათემატიკის პეგაგოგი ხათუნა ფირცხალავა.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203