სამების საჯარო სკოლის IX კლასში ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილს ხარისხის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ
17-03-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობით, მეთოდითა თუ სასწავლო რესურსით ცდილობენ.
17 მარტს, სამების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა - ლელა რატიანმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა - მარინა აბაშიძემ IX კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა იყო - გენეტიკა, მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა და ალბათობა.
გაკვეთილის მიზანი კი - გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას, მოსწავლეებმა გამოიყენონ მათემატიკაში მიღებული ცოდნა: ალბათობის თეორია, პირდაპირპროპორციულობა, პროცენტული გამოთვლები, X უცნობი ცვლადის გამოთვლები;
განუვითარდეთ გენეტიკური ამოცანების ამოხსნის ინტეგრირებული უნარ-ჩვევები: შეძლონ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
გაკვეთილს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს