ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში სომხეთის ელჩს უმასპინძლეს
17-03-2023
ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმარს უმასპინძლეს. 

სკოლას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი - აშოტ სმბატიანი ესტუმრა. იგი მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და თანამშრომლებს გაესაუბრა. 

ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ელჩი სკოლის შესახებ ინფორმაციას გაეცნო. 

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად იმართება, იქ მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203