„გვიხარია, რომ ასეთი პედაგოგების ხელშია მომავალი თაობის ბედი“-დამიაგეორარხის სკოლის მასწავლებლებმა დირექტორობის მსურველთა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
17-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

მათ შორის, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა - ელზა ლურსმანაშვილმა და თეიმურაზ შალამბერიძემ დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„გვიხარია, რომ მათნაირი ნიჭიერი პედაგოგების ხელშია ჩვენი მომავალი თაობის ბედი.  ვუსურვებთ მათ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203