დედოფლისწყაროს N1 სკოლის მოსწავლეები - ლაშა ჭუბაბრია და კახი პოპიაშვილი საერთაშორისო გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობდნენ
17-03-2023
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტებსა და ღონისძიებებში განსაკუთრებული მონდომებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, კლუბ „კამბისენეს“ აქტივისტები, მე-9 კლასის მოსწავლეები - ლაშა ჭუბაბრია და კახი პოპიაშვილი კლუბის ხელმძღვანელ, გეოგრაფიის მასწავლებელ მაია ლაპიაშვილისა და ინგლისური ენის პედაგოგ ეკა სეფიაშვილის ფასილიტაციით, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონკურსში - ENO Weather Week ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა შეაგროვეს და გაზიარებულ ფაილში წარადგინეს ამინდის ყოველდღიური მაჩვენებლები - ტემპერატურა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე და ძალა, ღრუბლიანობა, ნალექიანობა და სხვა. 

კვირეულის დასასრულს, მათ ინფოგრაფიკა და ვიდეოპრეზენტაცია წარადგინეს, სადაც დაკვირვების შედეგად მიღბული ინფორმაცია გააანალიზეს.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„აღმოჩნდა, რომ დედოფლისწყაროში რვა მონაწილე ქვეყნის თხუთმეტ ქალაქს შორის დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. მნიშვნელოვანი ინფორმაციის ორგანიზებისთვის და საერთაშორისო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის ლაშას და კახის გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203