ქსოვრისის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
17-03-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მათემატიკური დღესასწაული მოეწყო. 

სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - ჯულიეტა ახალკაცის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც π რიცხვის საერთშორისო დღეს მიეძღვნა. 

„როგორც ცნობილია 14 მარტს მსოფლიო აღნიშნავს მათემატიკის დღეს, კერძოდ  π რიცხვის იუბილეს.  ჩვენი სკოლაც მოკრძალებულად შეუერთდა ამ გრანდიოზულ ღონისძიებას, მოსწავლეებმა მორთეს ეზო, სკოლის ინტერიერი და საკლასო ოთახი“,- გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის VIII,  IX,  X, XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრებით გაალამაზეს ღონისძიება.

ბოლოს ჩატარდა კონკურსები.

პირველი კონკურსის პირობა მდგომარეობდა შემდგომში - გამარჯვებული გახდებოდა მოსწავლე, რომელიც ყველაზე მეტ ათობით ნიშანს დაასახელებდა π  რიცხვისას მძიმის შემდეგ. გამარჯვება მოიპოვა  X კლასის მოსწავლე მარიამ ჯარმელიშვილმა, რომელმაც ზეპირად 106 ციფრი დაასახელა. 

მეორე კონკურსის პირობით, მოსწავლეებს ყუთში ჩაუხედავად უნდა ამოეღოთ ფურცელი და ვისაც შეხვდებოდა π რიცხვის მნიშვნელობა; 3, 1, 4 გამარჯვებული ის იქნებოდა.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203