„ჩვენც დავბერდებით“- ზედაეწერის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი შეაჯამეს
17-03-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩვენც დავბერდებით“ განახორციელეს და მისი პრეზენტაცია გამართეს. შეაჯამეს გაწეული სამუშაო, ასევე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, სკეტჩები გაითამაშეს და იცეკვეს.
დასკვნითი ნაწილში მოსწავლეებმა გულწრფელი დამოკიდებულება და აზრი დააფიქსირეს მოხუცების თავშესაფარში დატოვების გადაწყვეტილებასა თუ შედეგებზე. ბოლოს, სიტყვა დირექტორს გადაეცა, რომელმაც, თავის მხრივ, მოსწავლეებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„მოსწავლეებმა მოგვიწოდეს, რომ ასე მცირედით მაინც გავახაროთ ოჯახს მონატრებული, სევდიანი მოხუცები ხანდახან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს