ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მიშიკო გაფრინდაშვილი სამბოში საქართველოს პირველობის გამარჯვებულია
17-03-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე  სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის მიშიკო გაფრინდაშვილის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. მოსწავლე სამბოში საქართველოს ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელია. 

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მიშიკო გაფრინდაშვილს ულოცავენ საქართველოს პირველობას სამბოში და უსურვებენ კიდევ მრავალ წარმატებებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203