ზედაეწერის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ
17-03-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები პროექტის - „ჩვენც დავბერდებით“, ფარგლებში, რუხის მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ. 

მათ ბენეფიციარებს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე ცეკვით, სიმღერით, ლექსებითა და სკეჩებით მიულოცეს. გარდა ამისა, ტკბილეული, ხილი, ყვავილები მიართვეს და რაც მთავარია, მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ, ნობათის შეძენაში მათ ფინანსურად, სურვილისამებრ, სკოლის მასწავლებლებიც დაეხმარნენ. 

პროექტს ქართული ენის მასწავლებელი ნინო თორდია ხელმძღვანელობდა. მასში კლასის დამრიგებელი ელისო ჩხეტიაც ჩაერთო. 

„წარმატებები მოსწავლეებს და ჩვენს ყოჩაღ ნინო მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203