ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
17-03-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ამჯერად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, შიდა ქართლში, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩის - მარიამ მაისურაძის და ბროლოსნის საჯარო სკოლის პედაგოგის - ლელა სხილაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელებულ პროექტში - „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისათვის“ მონაწილეობდნენ.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეოს და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვებმა ახალი ცოდნა შეიძინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.