დაბლაციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო შარაშიძე კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო შარაშიძე ოქროს მედლითა და მაღალი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.მან სკოლაში მისვლა ვერ მოახერხა, ამიტომაც მისი ჯილლდო მშობლებს გადაეცათ, რომელთაც სკოლის დირექციამ შვილის წარმატება პირადად მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ნინო შარაშიძე ნიჭიერი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლე იყო. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: