გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებს დედის დღე ორიგინალურად მიულოცეს
17-03-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ორიგინალურად მიულოცეს. სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა განსაკუთრებული მონდომებითა და სიყვარულით ჩაერთო. მათ მისალოცი ბართები დაამზადეს და გარდა ამისა, მშობლებს ტკბილეული მიართვეს. 

აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, შვილების საქციელმა მშობლები ძალიან გაახარა და დედის დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია. 

„ვერცერთი საჩუქარი შეედრება შვილის პატარა ხელებით დამზადებულ მისალოც ბარათებს და არაფერია შვილის მორთმეულ დესერტზე უგემრიელესი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203