განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება
17-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპლაიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და საცეკვაო ნომრები შესანიშნავად შეასრულეს. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

საზეიმო განწყობამ სასკოლო საზოგადოება მოიცვა და დადებითი ემოციებით დამუხტა. 

ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ პედაგოგები: გ. ლულუკიანი, ნ. გარიბიანი, ვ. თევანიანი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს, შესაძლებლობებს წარმოაჩენს და ავითარებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203