ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა „წითელი წიგნი“ შექმნეს
17-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებში რთავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ხათუნა უსტიაშვილმა V კლასში განახორციელა საინტერესო აქტივობა თემაზე - „ბიომრავალფეროვნების დაცვა“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას და გაიაზრეს - წითელი წიგნის მნიშვნელობა, გაიღრმავეს ცოდნა საქართველოს ბუნების იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების შესახებ. მეხუთეკლასელებმა, ასევე, გააცნობიერეს, რომ ბიომრავალფეროვნების კარგვის ძირითადი მიზეზი ადამიანი საქმიანობაა და რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ბუნებაში განსაზღვრული როლი აქვს.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს - „წითელი წიგნი“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს