ხონის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საყვარელი წიგნებისა და მწერლების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლები მოამზადეს
17-03-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მათ საყვარელი წიგნების, პერსონაჟებისა და მწერლების შესახებ, ვიდეოს სახით, რეკლამა მოამზადეს. მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მოიძიეს, შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა გამოიყენეს და ძალიან საინტერესო სარეკლამო რგოლები შექმნეს. 

„წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო“,-ნილ გეიმანი.
მოსწავლეები ფლობენ ტექნოლოგიებს, ამყარებენ კომუნიკაციას ინდივიდებსა და ჯგუფთან (ზგემი)...
უყვართ ლიტერატურა, მსჯელობენ, კამათობენ, მოსწონთ, დაუსწრებლად მოიარეს მსოფლიო, გაიცნეს მწერლები და პერსონაჟები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ფავოროტი ვიდეო მოიწონონ. 

„სოციალური ქსელის მომხმარებლებს მინდა მივმართო: წიგნის კითხვის პოპულარიზაციისათვის ეს გზა აირჩიეს ახალგაზრდებმა.. ვიცი, დრო ძვირად ფასობს, მაგრამ იქნებ გაეცნოთ ბავშვების მიერ მომზადებულ რეკლამებს და რომელიც მოგეწონებათ, დაალაიქოთ მის გვერდზე....თქვენი თანადგომა მათ სტიმულს მისცემს...დარწმუნებული ვარ, მიმდევრებიც გამოჩნდებიან“,- წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე.

იხილეთ ვიდეოები:















ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203