წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით ჩაერთნენ
17-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, ისინი სხვადასხვა პროექტში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ ჩაერთნენ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ქართველი მწერლების ნაწარმოებებს გაეცნენ და სხვადასხვა ისტორიული მოთხრობა წაიკითხეს. 

მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203