ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო ნაშრომით წარდგნენ
20-03-2023
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები მეორე რესპუბლიკურ კონფერენციას - „ხალხური მედიცინა-ქართული კულტურის საგანძური“ შეუერთდნენ.
„ჩემს სოფელში გაბნეული ხარხური წამლობები“ - ასეთი შინაარსის საინტერესო ნაშრომებით ხელდამშვენებული წარდგნენ ანა ტაკიძე, ლიზი შაინიძე და ნინი სურმანიძე (ხელმძღვანელი: მანანა შაინიძე) თბილისში, თსსუ-ს მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიული მუზეუმში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის.
მუზეუმის ხელმძღვანელობამ როგორც მონაწილე მოსწავლეები, ასევე, მათი ხელმძღვანელი მასწავლებლები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
„დამყარდა გაცნობითი და მეგობრული ურთიერთთანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მეტად საინტერესო და საქმიან შეხვედრებს. ასევე, მუზეუმის ხელმძღვანელობამ გულუხვად უმასპინძლა კონფერენციის მონაწილეებს, რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდით მუზეუმის დირექტორს, აკადემიკოსს, ბატონ რამაზ შენგელიას და ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მენეჯერს, ბატონ მერაბ ახობაძეს“,- აღნიშნავს ჯიხანჯურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა შაინიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს