გულგულის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ კიკნაძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
17-03-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კიკნაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მარიამ კიკნაძეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
სკოლის დირექცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„სკოლის დირექცია მასწავლებლები და მოსწავლეები უერთდებიან მარიამ კიკნაძის სიხარულს, უსურვებენ წინსვალს და წარმატებებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს