
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა.
8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი ქიშმიშ ბანდიკიანი იყო, მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სარვამარტო ზეიმს მასწავლებლები, მშობლები და სკოლის დირექტორი - ჰაიასტან მოვსესიანი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ისინი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ და განწყობა აუმაღლდათ.
სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს და მასწავლებელს აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო: