ნამაშევის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი ხონის მუზეუმში ჩაუტარდათ
17-03-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს „მე და საზოგადოების“ მეტად შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

მე-4 კლასის მოსწავლეები ხონის მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამუზეუმო ექსპონატები და მუზეუმის თანამშრომლისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მუზეუმისა და იქ არსებული თითოეული ექსპონანტის შესახებ.

მოსწავლეებმა ნანახ ექსპონანტებზე შექმნეს საინფორმაციო პოსტერები. გაიმართა საინტერესო დისკუსიაც.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი - მინდია გველებიანი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილმა უზრუნველყო ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა და დაეხმარა მოსწავლეებს მასალის აღქმა/გააზრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203