სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მათემატიკური დღესასწაული - პის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში პროექტი პი რიცხვის საერთაშორისო დღე განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა პი რიცხვზე ცნობიერების ამაღლებასა და თანამშრომლობითი უნარების გაძლიერებას.
მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, შეასრულეს პრაქტიკული ამოცანები და, აგრეთვე, სიმულაციების დახმარებით შეავსეს ცხრილი, სადაც ისაუბრეს პი რიცხვის, წრეწირის სიგრძისა და დიამეტრის დამოკიდებულებაზე.
პროექტს ხელმძღვანელობდა მათემატიკის პედაგოგი ხათუნა ფირცხალავა.
პის დღე - მათემატიკური დღესასწაულია, რომელიც 14 მარტს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: