ძველი ანაგის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების შესახებ საინფორმაციო პოსტერი შექმნეს
17-03-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას, პროექტსა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე საერთო სასკოლო პროექტს ამჯერად, ძველი ანაგის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის - ლია ჯალიაშვილის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პოსტერი ჯანსაღი კვების შესახებ. მესამეკლასელებმა სხვადასხვა გზებით მოიძიეს ინფორმაცია პროდუქტების სარგებლიანობის შესახებ და წარმოადგინეს კლასის წინაშე პრეზენტაციის სახით. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შეიქმნა პოსტერი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203