მათემატიკური დღესასწაული ქვედა საქარის საჯარო სკოლაში
17-03-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8 კლასების მოსწავლეებმა მათემატიკური დღესასწაული - პის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა  π-ს სიმბოლოებით მორთეს საკლასო ოთახი, ადამიანის ცხოვრებაში მათემატიკის როლზე ისაუბრეს და სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას ხალისით სწავლობენ, რაც მათი პედაგოგების დამსახურებაა. 

პის დღე - მათემატიკური დღესასწაულია, რომელიც 14 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203