
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში, 14 მარტს, თვითმმართველობის ორგანიზებითა და დირექციის მხარდაჭერით, გიმნაზიის მოძღვრებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედის მონაწილეებმა თემა: „ინტერნეტი თინეიჯერების ცხოვრებაში“ განიხილეს დ ინტერნეტის მიმართ თინეიჯერების დამოკიდებულებზე იმსჯელეს.
მოსწავლეებმა ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს. მათ ასევე ინტერნეტთან დაკავშირებული და მოსალოდნელი რისკებიც განიხილეს.
„უშლის თუ არა კომპიუტერი თინეიჯერს სწავლაში ხელს? ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არებობს… ზოგი თვლის, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დიდ დახმარებას უწევს იმ მასალების მოძიებაში, რომელიც მას სკოლაში სჭირდება.
თუმცა ნაწილი თვლის, რომ კომპიუერი მთლიანად ფანტავს მათ გონებას და ხელს უშლის მეცადინეობაში...“, - აღნიშნავს ცენტრის წარმომადგენელი.
როგორც საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში გვიყვებიან, მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი მათ ძალიან დიდ დროს ართმევთ, რის გამოც საფუძვლიანი განათლების მიღებას ვერ ახერხებენ. ეს კი მათ მომავალს უქმნის საფრთხეს.
მსგავსი შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც ცენტრში აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: