ბუკისციხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
16-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, კონკურსსა თუ აქტივობაში რთავენ. 

ამჯერად, ბუკისციხის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან ინტერესით ჩაერთნენ კონკურსში, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ეს ცოდნის ჭიდილი, წარმატებები ბავშვებო“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203