ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეების განვითარებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
პატარები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან. მათ ანბანის შესწავლაც დაამთავრეს და საზიმოდ გააცილეს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, მათ მასწავლებელმა საინტერესო აქტივობები შესთავზა.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაირეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები: