გორისციხეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური ვიდეომიმართვა დედებს 
16-03-2023
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივირებასა და განვითარებაზე პროფესინალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში დედის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა თემატური ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც დედებს ულოცავენ და ეუბნებიან, რომ უყვართ. პატარები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ მშობლების მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს. 

„როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა"
 გილოცავთ დედის დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203