„რა დევს წითელ ყუთში?“ - ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა მე-4 კლასის მოსწავლეებს სახალისო აქტივობა შესთავაზეს
16-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს წახალისებისა და სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - გუანნა მკოიანისა და კონსულტანტ მასწავლებლის - თამილა კობიაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობა - „რა დევს წითელ ყუთში?“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა სავარაუდო პასუხები ბარათებზე ინდივიდუალურად დაწერეს. აქტივობის ბოლოს კი წითელი ყუთი გაიხსნა და ყუთში ტკბილეული აღმოჩნდა, რამაც მოსწავლეები ძალიან გაახალისა და გააბედნიერა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და სწავლის წყურვილს უღვიძებს.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203